2023 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ირანელ უფლებადამცველს ნარგეს მოჰამადის გადაეცა.
მოჰამადი მრავალი წელია ირანში ქალთა უფლებებისთვის იბრძვის. უფლებადამცველი სხვადასხვა დროს 13-ჯერ დააკავეს, მას ჯამში 31 წელი აქვს მისჯილი და ახლაც ირანის ციხეში იმყოფება.
"ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცემა ნარგეს მოჰამადის, რომელიც ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ, ასევე ყველას უფლებებისთვისა და თავისუფლებისთვის იბრძვის". – წერს სოციალურ ქსელში ნობელის პრემიის ოფიციალური გვერდი.
გასულ წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუს უფლებადამცველს ალეს ბელიაცკის გადაეცა.