2022 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუს უფლებადამცველ ალეს ბელიაცკის გადაეცა.
ბელიაცკისთან ერთად ნობელის პრემია გადაეცათ უფლებადამცველ ორგანიზაციებს - მემორიალი (რუსეთი) და სამოქალაქო თავისუფლების ცენტრი (უკრაინა).
ალეს ბელიაცკი ბელარუსი უფლებადამცველია. 1987 წელს რეპრესირებული ადამიანების ხსოვნის დღის, დზიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. 1988 წელს იგივე ღონისძიებაში მონაწილეობის გამო მიიღო ადმინისტრაციული სასჯელი. 1996 წელს დააფუძნა უფლებადამცველი ორგანიზაცია ვესნა. 2011 წელს ბელიაცკი გადასახადების დაფარვის ბრალდებით დააპატიმრეს, ბელარუსულმა სასამართლომ უფლებადამცველი დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბელიაცკის გათავისუფლებას ითხოვდნენ გაეროს წარმომადგენლები და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. 2014 წელს ბელიაცკი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ციხიდან გამოვიდა.
მემორიალი არასამთავრობო რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია სტალინური რეპრესიების შესახებ საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებდა. მემორიალის წევრები იყვნენ ანდრეი სახაროვი, ბორის ელცინი, ევგენი ევტუშენკო, ბულატ ოკუჯავა და სხვა ცნობილი ადამიანები. 2014 წელს მემორიალი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა. 2021 წელს ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მემორიალის ლიკვიდაცია მოითხოვა. პროკურატორის განმარტებით მემორიალი რეგულარულად მალავდა სისტემატურად მალავდა ინფორმაციას უცხოეთის აგენტის ფუნქციის შესრულების შესახებ, კერძოდ, სათანადო მარკირებას არ უკეთებდა თავის პუბლიკაციებს. იმავე წლის 29 დეკემბერს მოსკოვის სასამართლომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის სარჩელი დააკმაყოფილა.
სამოქალაქო თავისუფლების ცენტრი უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა.