კენია

კენიაში ბავშვის გატაცებისა და გაყიდვის მცდელობისთვის ორი პირი დააპატიმრეს 

საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელმაც ბავშვის გაყიდვა სცადა
Brian Inganga/BBC

კენიაში ბავშვთა ტრეფიკინგში ჩართული ორი პირი დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მუშაობდა. 

საავადმყოფოს თანამშრომელი BBC-ს გამოძიების ფარგლებში გამოიჭირეს. რეპორტიორმა დამნაშავეს ბავშვის ყიდვის სურვილით მიმართა და აუხსნა, რომ ის და მისი მეუღლე ბავშვის ჩასახვას ვერ ახერხებდნენ, საავადმყოფოს თანამშრომელი კი გარიგებას მალევე დათანხმდა. 

მაშინ, როცა ბავშვები საავადმყოფოს მეურვეობიდან სახელმწიფო ბავშვთა თავშესაფარში უნდა გადაეყვანათ, დამნაშავემ დოკუმენტები გააყალბა და მიუთითა, რომ თავშესაფარი სამის მაგივრად, ორ ბავშვს ელოდა. 

BBC-მ დამნაშავისგან ბავშვები წამოიყვანა, თუმცა უზრუნველყო, რომ სახელმწიფო თავშესაფარში გადასულიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს თანამშრომლის წინააღმდეგ მრავალი სამხილი მოიპოვებოდა, საქმე 2 წელზე მეტ ხანს გაიწელა. ის 2020 წელს დააკავეს, მაგრამ სასამართლო პროცესი 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა, რადგან დამნაშავემ მაღალკვალიფიციურ იურისტთა ჯგუფი დაიქირავა. საბოლოოდ, თანამშრომელს დანაშაულის აღიარება მოუწია. 

დამნაშავეს ბრალი დაუმტკიცდა ბავშვის ტრეფიკინგში, მეურვეობის ბოროტად გამოყენებასა და დანაშაულის ჩადენის მიზნით შეთქმულების მოწყობაში. მას 25 წელი პატიმრობა, ხოლო მისი თანამზრახველს ექვსი წელი პატიმრობა და 2 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიესაჯა. 

კენიის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ფლორენს ბორის თქმით, 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის მაისამდე დაკარგულად გამოცხადდა 6 000-ზე მეტი ბავშვი.

კომენტარები