რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქში ბერისლავის საავადმყოფოზე იერიში მიიტანა

Ukrainska Pravda 

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ბერისლავის საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს. რუსული თავდასხმის შედეგად სრულად განადგურდა საავადმყოფოს მეოთხე სართული და დაშავდნენ სამოქალაქო პირები, მათ შორის ორი ექიმი. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ასევე განადგურდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებიც. 

ინფორმაციას რუსული საჰაერო თავდასხმის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, რუსების საჰაერო თავდასხმის პირდაპირი სამიზნე ბერისლავის საავადმყოფო იყო. 

კომენტარები