ევროკავშირის გაფართოება

ესპანეთის პრემიერმინისტრი სანჩესი ევროკავშირის გაფართოებას პრობლემურად მიიჩნევს

პედრო სანჩესი
Politico

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა გრანადაში მიმდინარე ევროპის უსაფრთხოების სამიტზე თქვა, რომ ევროკავშირში 8 ახალი სახელმწიფოს მიღება ბევრ შიდა პრობლემას და გამოწვევას შექმნის. 

გრანადაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ, ევროკავშირის უნარზე მიიღოს ახალი წევრები. 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სტატუსი წელს ესპანეთს აქვს, სტატუსის მფლობელი ქვეყანა ყოველწლიურად იცვლება ანბანის მიხედვით. 

სანჩესმა ახსნა, რომ ის ევროკავშირის გაფართოებას ემხრობა, თუმცა ფიქრობს, რომ ეს პროცესი მრავალ პრობლემას გამოიწვევს. 

კომენტარები