პრეზიდენტის იმპიჩმენტი

დაუშვილი: ოცნება და ენმ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

მინდა, პარტია საქართველოსთვის სახელით განცხადება გავაკეთო ოცნებისა და ნაცების მიერ ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული, ერთობლივად დაგეგმილი, ტყუილსა და ჭორზე დაფუძნებული პროპაგანდის შესახებ. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ეს ერთმანეთზე უარესი, წარსულის ორი პარტია დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტის იმპიჩმენტისთვის ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ნაცები და ქოცები პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში ჩვენი გუნდის ჩათრევას ერთობლივად ცდილობენ იმისთვის, რომ შესაძლებლობა შეიქმნან, პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ. ჩვენ გვინდა, მათ ორივეს ვუთხრათ: გასაგებია, გამოწვევა მიღებულია და ჩვენს პასუხს დაელოდეთ.

თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები