ილონ მასკი

ილონ მასკს მომღერალი გრაიმსი შვილებზე მეურვეობის მოპოვებისთვის სასამართლოში უჩივის

GETTY IMAGES

ამერიკელ მილიარდელს, ილონ მასკს მომღერალი გრაიმსი მათ საერთო შვილებზე მეურვეობის უფლების მოპოვებისთვის სასამართლოშ უჩივის. ილონ მასკს და გრაიმსს სამი საერთო შვილი ჰყავთ, პირველი - X AE A-1, ცნობილი, როგორც X 2020 წელს დაიბადა, მეორე შვილი - ევა დარქ სიდარაელი, ცნობილი, როგორც Y 2021 წელს გაჩნდა, ხოლო მესამე შვილის, ტექნო მექანიკუსის დაბადების შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ ილონ მასკის ავტობიოგრაფიული წიგნიდან შეიტყო.

აქამდე გრაიმსმა ილონ მასკს ბრალი დასდო ერთ-ერთ ვაჟთან ურთიერთობის შეზღუდვაში და თქვა, რომ ის ბავშვის ნახვის საშუალებას არ აძლევდა. 

"აქამდე მე არ შემეძლო მენახა ბავშვების ფოტოებიც კი, ეს სიტუაცია ჩემს ოჯახს შუაზე ხლეჩს" - დაწერა გრაიმსმა 7 სექტემბერს. შემდგომ გრაიმსმა სოციალურ ქსელში ამ სიტყვების დაწერის გამო მოიბოდიშა და თქვა, რომ სურს მისი შვილების საჯარო ყურადღებისგან დაცვა.  

სარჩელი გრაიმსმა სან ფრანცისკოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა და სამარჩლებრივი დეტალები არაა გასაჯაროვებული. 

კომენტარები