სომხეთი-აზერბაიჯანი

ფაშინიანი: მზად ვარ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოვაწერო

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ბაქოსთან.

"იმედი გვაქ, რომ კონცეპტუალური დოკუმენტს, რომელიც მაგიდაზე უკვე დევს მოსახერხებელ მომენტში ხელს მოვაწერთ, მე მზად ვარ ხელმოწერისთვის". - თქვა ფაშინიანმა.

ილჰამ ალიევის უარის მიუხედავად, ფაშინიანი ესპანეთში, ქალაქ გრანადაში მაინც გაემგზავრება.

5 ოქტომბერს გრანადაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მონაწილეობით ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა იყო დაგეგმილი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი "საფრანგეთის დესტრუქციული პოზიციაა", ასევე "აზრთა სხვადასხვაობა პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით".

კომენტარები