რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელი ჟურნალისტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჟურნალისტი ვიქტორია როშინა დაიკარგა. ინფორმაციას Украинская правда-ს რედაქტორი სევგილ მუსაევა ავრცელებს.

როშინა Украинская правда-ს შტატგარეშე თანამშრომელია, უკრაინელი ჟურნალისტი კონტაქტზე ბოლოს 3 აგვისტოს გამოვიდა.

ჟურნალისტის გაუჩინარებას გამოეხმაურა მედიაში დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო ფონდი (IWMF):

"IWMF-მა შეიტყო უკრაინელი ფრილანსერი ჟურნალისტისა და "ჟურნალისტიკაში გამოჩენილი სიმამაცისთვის" ჯილდოს მფლობელი(გადაეცა 2022 წელს) ვიქტორია როშინას გაუჩინარების შესახებ. ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ მისი უსაფრთხოებით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მეტი ყურადღება დაუთმოს ამ სიტუაციას.

26 წლის როშინა 2023 წლის 3 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მას შემდეგ მის შესახებ არავის არაფერი სმენია. როშინა ადგილზე რეპორტაჟს ამზადებდა".

როშინა ომის დაწყების დღიდან სხვადასხვა მედიებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობს.

კომენტარები