რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ $1.2 მილიარდის ღირებულების რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400 გაანადგურა

უკრაინამ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400 იგივე ტრიუმფი გაანადგურა. ინფორმაციას გამოცემა Unian უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში იყო განთავსებული.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკანასკნელ 30 დღეში ეს რიგით მეორე C-400 სისტემაა, რომელიც უკრაინელებმა გაანადგურეს. პირველი ტრიუმფი 14 სექტემბერს ყირიმში ააფეთქეს.

რუსულ მხარეს ტრიუმფის განადგურება არ დაუდასტურებია, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ბელგოროდის ოლქზე უკრაინულმა დრონებმა მიიტანეს იერიში.

კომენტარები