ე.წ. გადატრიალების საქმე

თალაკვაძე: რატომ მოხდა, რომ NGO-ს თანხით ახალგაზრდებს ძალადობრივ სცენარებში ამზადებდნენ

ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკელი ხალხი და მთავრობა, როგორც მთლიანი ორგანიზმი, მთლიანი ორგანიზაცია, არის საქართელოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი - ეს ეჭვგარეშეა. ქვევით რომ ჩამოვიდეთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტულ დეპარტამენტებში, თუ კონკრეტულ ფონდებში, მათ შორის USAID-ში მუშაობენ ადამიანები და როდესაც შენს პარტნიორს აქვს კითხვები, საჭირო არის ამაზე დროული განმარტებები, მათ შორის ადამიანების დონეზე, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას. მე პირადად ასე ვხედავ მეგობრობასა და პარტნიორობას, რომ თუ რაღაც მოხდა ისეთი, რაც ჩრდილს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს, ამაზე საჭიროა დროული რეაგირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშანი დაესმის საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობებს, მეგობრობას ხალხებსა და თანამშრომლობას მთავრობებს შორის. კიდევ უფრო ქვევით რომ ჩამოვიდეთ, ჩვენ მივეცით მეგობრებს საშუალება, ძალიან დელიკატური იყო ეს მოწოდება, რომ გაკეთებულიყო საჯარო განმარტება, თუ რა ხდებოდა, იმიტომ რომ არა მხოლოდ ჩვენ დახურულ კარს მიღმა, არამედ საზოგადოებამაც იცოდეს, რა მოხდა, რატომ მოხდა ისე, რომ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა ხმარდებოდა ძალადობრივ სცენარებში ახალგაზრდების მომზადებას.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

სუს-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS-ი, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი შეადგენს.

კომენტარები