მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევმა ყარაბაღში გაეროს მისიამდე 1 დღით ადრე გაეროს ფონდში მილიონი დოლარი გადარიცხა

report.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში გაეროს სადამკვირვებლო მისიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაეროს განსახლების პროგრამაში (UN-Habitat) 1 მილიონი დოლარი გადარიცხა

30 სექტემბერს ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო ბრძანებას ხელი მოაწერა, რის მიხედვითაც, პრეზიდენტის ფონდიდან გაეროს პროგრამაში 1 მილიონი დოლარის ექვივალენთი თანხა მანათით გადარიცხეს.

1 ოქტომბერს გაეროს პირველი სადამკვირვებლო მისია მთიან ყარაბაღში ჩავიდა და ერთდღიანი მუშაობის შემდეგ ანგარიშიც მოამზადეს. ანგარიშის მიხედვით, გაეროს მისიამ ვერ დაადგინა სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება. 

კომენტარები