ალუდა ღუდუშაური

ღუდუშაური პრეზიდენტზე: სადაც გინდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო, ეს იქ ვერ გათხრიდა

სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? Რატომ არ არის დღეს იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რომ რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა. მოვიდეს ღიად სასამართლო სხდომაზე, რატომ არ მიბრძანდა? და აეხსნა სასამართლოსთვის, ქართველი ხალხისთვის ღიად, რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად. მაგრამ, ბუნებრივია, რომ კი ბატონო, დიდ უხერხულობაში ჩავარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის შემთხვევა იქნებოდა, რომ სადაც გინდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო, ეს ამას იქ ვერ გათხრიდა და ნამდვილად, კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მისცემს და, არ მისცემს, რა თქმა უნდა, ქართული მართლმსაჯულება. ეს არის სტანდარტი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონებისადმი პატივისცემა და განსაკუთრებით მოეთხოვება იმას, ვისაც ამისი მაღალი ვალდებულება აქვს და ასეთი გახლავთ პრეზიდენტი.

თქვა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო განხილვის შესახებ.  

კომენტარები