შალვა პაპუაშვილი

ბოკუჩავა პაპუაშვილს: პარლამენტში ისე ზიხართ, როგორც ბუტაფორია

ბატონო შალვა [პაპუაშვილი], პირადად მოგმართავთ - მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შევიდეთ. ამგვარი დრაკონული აკრძალვის გადაწყვეტილება არცერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, როგორსაც თქვენ იღებთ. კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ იღებთ, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ. აქაც კი მხოლოდ ისე ზიხართ, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და რა თქმა უნდა, მთავარ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.

ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

2022 წლის დეკემბერში, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დეპუტატებს სააკაშვილის მონახულება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლებათ

კომენტარები