რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ პოლონეთში გარემონტებული Leopard-ების პირველი ნაწილი მიიღო

გარემონტებული Leopard 2
Polska Grupa Zbrojeniowa

უკრაინამ პოლონეთისგან გარემონტებული Leopard-ის ტიპის ტანკების პირველი ნაწილი მიიღო.

ტანკები ბუმარ-ლაბენდის საწარმოში გაარემონტეს.

ამის შესახებ ცნობა პოლონეთის შეიარაღების ჯგუფმა (PGZ) გაავრცელა. ეს კომპანია პროცესს თავად ხელმძღვანელობს. მათივე ცნობით, ტექნიკის სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება.

აქამდე, რამდენიმე თვის წინ ბერლინი და ვარშავა შეთანხმდნენ, რომ პოლონეთში Leopard 2-ების სარემონტო ცენტრი გაიხსნებოდა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი 22 ივლის წერდა, რომ  რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ გლივიცეში ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრი ამოქმედდა.

ბლაშჩაკის ამ სიტყვებამდე, აგერმანული გამოცემა der Spiegel-ი წერდა, რომ ბერლინმა და ვარშავამ ვერ შეძლეს მოელაპარაკებინათ პოლონეთში უკრაინისთვის გადაცემული გერმანული Leopard-ის ტანკებისთვის მომსახურების გაწევაზე. როგორც მედია წერდა, კონტრაქტი პოლონური თავდაცვის საწარმო PGZ-სა და გერმანულ კომპანიებს: Krauss-Maffei Wegmann-სა და Rheinmetall-ს შორის არ გაფორმებულა. გამოცემა Handelsblatt-ი წერდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პოლონეთის ტერიტორიაზე ტანკების რემონტირებისა და მომსახურების ცენტრთან დაკავშირებული შეთანხმება დაეტოვებინა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია და ცნობები არ არსებობს.

კომენტარები