რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანელ ჯარისკაცებს მიმდინარე კონფლიქტში საბრძოლველად არ გავგზავნით – სუნაკი

უკრაინელი სამხედროების მიერ მიღებული სამხედრო დახმარება
SERGEI SUPINSKY/AFP/Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებას და აღნიშნა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება გრძელვადიანი პერსპექტივაა. 

"ბრიტანელ ჯარისკაცებს მიმდინარე კონფლიქტში საბრძოლველად არ გავგზავნით". - თქვა სუნაკმა.

აქამდე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა Sunday Telegraph-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნები შესაძლოა, დასავლეთ უკრაინაშიც დაიწყოს.  

შაპსმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის არმიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა წვრთნები "საბოლოოდ უკრაინაშიც დაიწყოს".

შაპსის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევიც და თქვა, რომ შაპსი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას უწყობს ხელს. 

"[შაპსი] თავის ინსტრუქტორებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნედ გადააქცევს. მან მშვენივრად იცის, რომ ისინი უმოწყალოდ განადგურდებიან - არა როგორც დაქირავებულები, არამედ როგორც NATO-ს სპეციალისტები". - წერს მედვედევი.

კომენტარები