ქართული კინო

"შაშვი შაშვი მაყვალი" საქართველოს კინოთეატრებში 12 ოქტომბერს გამოვა

კადრი ფილმიდან "შაშვი შაშვი მაყვალი"

12 ოქტომბერს ქართულ კინოგაქირავებაში ელენე ნავერიანის დრამა შაშვი შაშვი მაყვალი გამოვა.

ნავერიანის ახალი ფილმი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციაა.

ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე იყო. მოგვიანებით სურათი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმმა საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიებში გაიმარჯვა.

შაშვი შაშვი მაყვალი ასევე ოსკარის კანდიდატ ფილმებს შორის მოხვდა, თუმცა ჟიურიმ უპირატესობა მოქალაქე წმინდანს მინაწიჭა.

კომენტარები