თბილისის მერია

კალაძე: ე.წ დიდუბის ხიდზე ავტომობილების თავისუფლად მოძრაობა კვირის ბოლოსთვის აღდგება

წყარო: თბილისის მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, შალიკაშვილის ხიდზე ავტომობილების თავისუფლად მოძრაობა კვირის ბოლოსთვის აღდგება. 

“შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი,  თუმცა სამუშაოები გაგრძელდება”. - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს თაღებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათებების დამონტაჟება და ხიდზე დეკორატიული მინათებების გაკეთება. სამუშაოების დასრულება ოქტომბრის ბოლოსკენ იგეგმება. 

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

კომენტარები