ეგვიპტე

ეგვიპტეში პოლიციის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანია დაშავებული

 REUTERS/Mohamed Abd El Ghany

სასწრაფო სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ისმაილიის პოლიციის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანია დაშავებული, ხოლო შენობის გარკვეული ნაწილი ჩამოშლილია.

ადგილობრივი მედიის განმარტებით, სავარაუდოა, რომ დაშავებულთა რაოდენობა ამჟამად 38-ზე მეტი იყოს. 

ამავე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება 3 საათში შეძლო. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო 50 სასწრაფო დახმარების მანქანა და ორი სამხედრო თვითმფრინავი.

ამასთან, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამჟამად უცნობია, ხოლო გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები