ჰოლივუდი

ჰოლივუდში წყალქვეშა ნავ "ტიტანის" ჩაძირვის შესახებ ფილმს გადაიღებენ

ჰოლივუდში წყალქვეშა ნავ ტიტანის ჩაძირვის შესახებ სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას გამოცემა Deadline ავრცელებს.

ფილმში ნაჩვენები იქნება მზადების პერიოდი, თავად ტრაგედია და კატასტროფის შემდგომი შედეგები. 

მომავალ ფილმზე კინოკომპანია MindRiot იმუშავებს. პროექტის ამჟამინდელი სახელია Salvaged, ხოლო ერთ-ერთი პროდიუსერი ი. ბრაიან დობინსია. გამოსვლის თარიღი და გადასაღები ჯგუფის სხვა წევრების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ცოტა ხნით ადრე MindRiot ტიტანის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდა.

"ჩვენი ფილმი არა მხოლოდ პატივს მიაგებს დაღუპულებს და მათ ოჯახებს, არამედ იმ მაკროეკონომიკური პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრებს, რომელმაც ეს კატასტროფა გამოიწვია". – ამბობს MindRiot-ის წარმომადგენელი.

2023 წლის 18 ივნისს გაუჩინარდა ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად წასული წყალქვეშა ნავი ტიტანი. წყალქვეშა ნავი კერძო კომპანია OceanGat-ის მიერ იყო დაპროექტებული და აწყობილი, ბორტზე 5 ადამიანი, მათ შორის ნავის დამპროექტებელი იმყოფებოდა. 22 ივნისს წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვეს, მაშველების თქმით ნავის კორპუსმა წნევას ვერ გაუძლო, ხუთივე მგზავრი მომენტალურად დაიღუპა.

ტრაგედიის შემდეგ მედიაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ტიტანის ხანმოკლე მოგზაურობის შესახებ ფილმის გადაღებას ჯეიმს კამერონი აპირებდა. რეჟისორმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

კომენტარები