ჩემს აშენებულ ბათუმში ხალხთან შესახვედრად ვერ ჩავდივარ, ვერ ვნახულობ ლაზიკის პორტს, ქუთაისს, ჩემს კახეთს, გორს, იმიტომ, რომ ივანამ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემს ხალხთან არ მიმიშვან.
დაე, მათი სულელური ბრალდებებით, ხალხმა გამასამართლოს ბათუმის ერას მოედანზე, ან თბილისის თავისუფლების მოედანზე.
მათ უნდათ, რომ უხარისხო ვიდეო გამოსახულებით მიყუროთ და ხეირიანად ვერ გაიგოთ, თუ რას ვამბობ, რადგან, მათ ეშინიათ იმის, რომ მე ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა მექნება.





