პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ლომჯარია: მე არ ვთვლი ცალსახად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია

მე არ ვთვლი ცალსახად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. პირიქით, ის მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლის შესაბამისად, რაც ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ იმოქმედოს და გააკეთოს ყველაფერი საქართველოს შესაძლებლობის ხელშესაწყობად ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. თუ ვინმეს იმპიჩმენტია დასაწყები და ვინმეს მიერ კანონის და კონსტიტუციის დარღვევა სახეზეა, ეს არის ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც დადასტურებულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის პრემიერმინისტრი, რომელმაც, დიდი ალბათობით, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება კორუფციის სახით. არ მივცემ მე ჩემს თავს უფლებას, რომ ჩემი კოლეგის [ლევან იოსელიანი] სახელით ვისაუბრო, მე მაქვს ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია გაგაცანით.

თქვა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები