რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას შეიმუშავებენ

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას შეიმუშავებენ. ამის შესახებ ერმაკმა 29 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

"არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც საკუთარი იარაღის წარმოებისთვის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ.

ერმაკის თქმით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას.

"ჩამოვა დელეგაცია. უკრაინაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით იქნება". - აღნიშნა ერმაკმა.

კომენტარები