რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხერსონში – 3

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
სტანისლავ კრასილნიკოვი/ТАСС

29 სექტემბერს რუსული იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხერსონში კი - 3. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონისა და დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ

"29 სექტემბერს რუსებმა დონეცკის ოლქის 1 მცხოვრები დაჭრეს. დღის განმავლობაში ოლქში კიდევ 6 ადამიანი დაშავდა". - წერს დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იგორ მოროზი.

გარდა ამისა, როგორც ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს, ოკუპანტებმა გასულ დღეს 96 ჭურვი გაუშვეს, მათ შორის ერთი რაკეტა.

"გასული დღის განმავლობაში მტერმა 96 ჭურვი გაუშვა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატებიდან 432 ჭურვი გაისროლა, მათგან ერთ-ერთი იყო რაკეტა.

რუსმა სამხედროებმა რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელ კვარტლებს დაუმიზნეს. რუსული აგრესიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა". - წერს ოლექსანდრ პროკუდინი. 

კომენტარები