2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

IPC: პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას

2022 Getty Images

პარაოლიმპიური თამაშების საერთაშორისო კომიტეტმა 2024 წლის პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები დაუშვა. კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება პირველი მოსმენით დაამტკიცა და დაგეგმილია მეორე მოსმენაც. გადაწყვეტილება პარაოლიმპიური თამაშების საერთაშორისო კომიტეტის ვებ-გვერდზე 29 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

პარიზის პარაოლიმპიური თამაშები 2024 წლის 28 აგვისტოს დაიწყება. 

პარაოლიმპიური კომიტეტის წევრებიდან 74 65-ის წინააღმდეგ რუსი სპორტსმენებისთვის აკრძალვის გაუქმებას მიემხრო.

პარაოლიმპიური თამაშების საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, ენდრიუ პერსონსმა თქვა, რომ სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება.

ორ კვირაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაშვებაზეც იმსჯელებს. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მისი აზრით რუს სპორტსმენების ადგილი პარიზის ოლიმპიადაზე არაა, თუმცა საბოლოო სიტყვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეკუთვნის. 

კომენტარები