ChatGPT

ChatGPT-ს შეუძლია მომხმარებლებს მიმდინარე ინფორმაცია მიაწოდოს

ChatGPT-ის შემქმნელმა დაადასტურა, რომ ხელოვნური ინტელექტის პროგრამას შეუძლია მომხმარებლებს  მიმდინარე ინფორმაცია მიაწოდოს.

აქამდე ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ 2021 წლის სექტემბრამდე არსებულ მონაცემებს იყენებდა.

ეს სიახლე პირველ რიგში, ნიშნავს, რომ ზოგიერთ პრემიუმ მომხმარებელს შეეძლება ხელოვნური ინტელექტის პროგრამას დაუსვას კითხვები მიმდინარე მოვლენების შესახებ და ჰქონდეთ წვდომა სიახლეებზე. თუმცა OpenAI-ის წარმომადგენელმა დაამატა, რომ ფუნქცია მალე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კვირის დასაწყისში, OpenAI-მ ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის პროგრამა მალე მომხმარებლებთან ხმოვანი კომუნიკაციის დამყარებასაც შეძლებს.

ChatGPT და სხვა მსგავსი სისტემები იყენებენ უამრავ მონაცემს, რათა შეკითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გასცენ და როგორც მოსალოდნელია, ისინი მკვეთრად შეცვლიან ადამიანებისთვის ინფორმაციის მოძიების პროცესს.

კომენტარები