შვედეთი

შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა

შვედეთის პოლიცია
Anders Wiklund/EPA

სექტემბერში შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილის მაჩვენებლმა რეკორდულ ნიშნულს, 11–ს, მიაღწია. ამ სტატისტიკის აღრიცხვა შვედეთში 2016 წლიდან მიმდინარეობს.

27 სექტემბერს ორი მამაკაცი დაიღუპა ცალკეული სროლების შედეგად. ერთ-ერთი მათგანი სასპორტო დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები ვარჯიშობდნენ. 

28 სექტემბერს კი 25 წლის ქალი ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი სახლის ფასადი გაანადგურა და ჯამში ხუთი სახლი დააზიანა.

უკანასკნელ წლებში შვედეთში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის იარაღისა და ნარკოტიკის ტრეფიკინგზე დაპირისპირებები გახშირდა. შედეგად, მოიმატა სროლებისა და აფეთქებების რიცხვმაც, რომელთა სამიზნეებს ხშირად კრიმინალურ ქსელთა წევრების ნათესავები წარმოადგენენ. 

ადგილობრივი პოლიციის სპიკერი ამბობს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მსგავსი კატასტროფული მოვლენები შეაჩერონ. 

შვედეთის მთავრობის თქმით, დაჯგუფებებათა დაპირისპირებამ ქვეყანაში ძალადობის “უპრეცენდენტო” ტალღა გამოიწვია. 

 

კომენტარები