პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ღუდუშაური პრეზიდენტზე: თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაჭერინებთ

ჩვენ ვერანაირ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოს ღირსებასა და კანონის უზენაესობაზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გაიგდო [...] როდესაც მან ყველას, ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუცია თავზე გადაგვახია, რა თქმა უნდა, ამაზე ადეკვატური პასუხი იქნება და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაჭერინებთ. იძულებულს გავხდით, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია წაიკითხოს.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

კომენტარები