საქართველო-აშშ

პრემიერი: ხანდახან შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, აშშ-ს თავისი

დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, ქალბატონი დანიგანის, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში, დიდ იმედს გამოვთქვამ და მინდა გამოვთქვა ჩემი დიდი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გვექნება მაქსიმალურად ღია, გახსნილი, გულწრფელი ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის.

ასევე მინდა აღვნიშნო, ხანდახან, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ბუნებრივი პროცესია, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ჩვენს ქვეყანას, ამერიკას თავისი მიზნები და ინტერესები აქვს, არსებობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ ეს არ არის რაღაცა ანომალია, მთავარია, რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს კომუნიკაცია გულწრფელი. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები