აფხაზეთში ქართველთა გენოციდი

ხვადაგიანი: მსოფლიოს ყურადღებიდან გამორჩა ჩვენი გენოციდი და რუსეთს ეს ყველაფერი შერჩა

რუსეთი ყველგან, საქართველოში, უკრაინაში, იქცევა მსგავსად, და ეს მსგავსად არის გენოციდური ქცევა. 

ეს მხოლოდ პუტინს არ უკავშირდება, აფხაზეთში პუტინი არ იყო, თუმცა დღეს როგორც უკრაინაში იქცევა რუსეთი ზუსტად ასე იქცეოდა აფხაზეთში და კიდევ უარესადაც.

ამიტომ, ვცდილობთ ეს დავიწყებული მსხვერპლი შევახსენოთ მსოფლიოს, რადგან 90-იან წლებში, როდესაც ქართველთა გენოციდი დააორგანიზა რუსეთმა, მედია ყურადღება არ იყო მიმართული მისკენ, ამდენი საშუალებაც არ იყო, არც ინტერნეტი იყო, საერთაშორისო ყურადღებაც მოდუნებული იყო ამ მიმართულებით და რუსეთსაც ასე მკაცრად არ აფასებდნენ, როგორც დღეს. შესაბამისად, მსოფლიოს ყურადღებიდან გამორჩა ჩვენი გენოციდი და რუსეთს ეს ყველაფერი შერჩა.

ეს არის უსამართლობა და სამართლიანობის აღდგენაა საჭირო. ამას მივაღწევთ ქართველების გენოციდის აღიარებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს არის ჩვენი ვალი. დღეს წარმოვადგინეთ ფილმი, სადაც მტკიცებულები იყო, რუსი სამხედროების, რუსული სამხედრო ნაწილების, ტექნიკის ჩართულობის შესახებ უშუალოდ გენოციდის ორგანიზებაში და ამ საქმის მიყოლას ბოლომდე ვაპირებთ.

თქვა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა.

დღეს, 27 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაზე ხალხს ქართველთა გენოციდის მტკიცებულებები და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

კომენტარები