აშშ - ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა გაქცეულ სამხედროს, ტრევის კინგს ამერიკას გადასცემს

 Ahn Young-joon/AP Photo/picture alliance

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 2023 წლის ივლისში სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გაქცეულ სამხედროს ამერიკას გადასცემენ. ინფორმაცია თავდაპირველად ფხენიანის მედიამ გაავრცელა. 

ფხენიანის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მხარემ უკვე დაასრულა ტრევის კინგის დაკითხვა, რომელმაც აღიარა, რომ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. მათი თქმით, ტრევის კინგი ამერიკული არმიიდან რასობრივი დისკრიმინაციის და არაჰუმანური მოპყრობის გამო გამოიქცა. 

ტრევის კინგის ამერიკული მხარისთვის გადაცემის ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

კინგი 2021 წლიდან აშშ-ს არმიაში დაზვერვის სპეციალისტად მსახურობდა და როტაციის ფარგლებში სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა. 23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ის ბოლოს გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მისი ადგილმდებარეობის შესახებ აშშ-ს ინფორმაცია არ ჰქონია. 

კომენტარები