აშშ - ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა: აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეთანხმება უსაფრთხოებას გააუარესებს

Win McNamee/Getty Images

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო ჯონგის თქმით, ამ კვირაში აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეთანხმება სამხრეთ კორეის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობის შესახებ სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს

ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის პირველი კომენტარია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ სამხედრო ძალის დემონსტრირების ციკლი და იარაღის განვითარება გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ერთმანეთს ამ კვირაში შეხვდნენ. აშშ-მ პირობა დადო, რომ ფხენიანის რაკეტებისა და ბომბების მზარდი არსენალის ფონზე, ჩრდილოეთ კორეასთან ნებისმიერი კონფლიქტისას სამხრეთ კორეას ბირთვული დაგეგმვის შესახებ მეტ ინფორმაციას მისცემს

აშშ-ს საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღებული ბალისტიკური რაკეტის წყალქვეშა ნავი (SSBN) სამხრეთ კორეას პირველად 1980-იანი წლების შემდეგ პირველად ეწვევა, რათა კიდევ უფრო ცხადად გამოხატოს ვაშინგტონის გადაწყვეტილება, დაიცვას ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის თავდასხმისგან.

კომენტარები