რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსულ ჯარში რუსებსა და ოსებს შორის ეთნიკური დაძაბულობა იმატებს

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) აქვეყნებს ინფორმაციას რუსულ ჯარში რუს და ოს ჯარისკაცებს შორის ეთნიკური დაძაბულობის შესახებ. მათი ცნობით, 42-ე გვარდიული მოტომსროლელთა დივიზიაში, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის კონტრშეტევას პასუხობს, რუს და ოს ჯარისკაცებს შორის კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. 

ISW-ს ცნობით, 25 სექტემბერს არსენ თემირაევმა, ჯარისკაცმა ჩრდილოეთ ოსეთიდან, ვიდეო ატვირთა, სადაც ჰყვებოდა, რომ 70-ე ბრიგადის რუსმა ჯარისკაცებმა და სამხედრო პოლიციამ მას სცემა. თემირაევმა აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციამ მას თავდაპირველად ჰკითხა მისი ეროვნების შესახებ და უთხრა, რომ რუსეთი რუსებისთვისაა. 

"ნაცისტები უკრაინულ მხარეს იყვნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ნაცისტები ჩვენს შორისაც არიან" - თქვა არსენ თემირაევმა. 

არსენ თემირაევი

 

კომენტარები