რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვთან დაკავშირებული მღვდელი ხერსონის ეკლესიაში სარაკეტო სისტემებს ინახავდა და ყიდდა

THE PROSECUTOR'S OFFICE

ხერსონში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის მღვდელი დაიჭირეს, რომელიც ეკლესიაში იარაღს ინახავდა და ყიდდა. ინფორმაციას ხერსონის ოლქის პოლიციის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრეს სერვისი ავრცელებს. 

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, მღვდელმა სექტემბერში ორი Igla-ს ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გაყიდა. ეკლესიაში სამართალდამცავებმა ასევე იპოვეს ორი ხის ყუთი, რომლებსაც ეწერა "Regl 10-00" და "ფეთქებადი 12 - F". 

პოლიციის ცნობით, 42 წლის მღვდელი ხერსონის გარეუბანში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მღვდელს მეგობარმა პირველად მიუტანა იარაღი შესანახად. 

მღვდელმა პოლიციას უთხრა, რომ ის უფრო მეტ შეიარაღებას შუმენსკის დასახლებაში სარდაფში ინახავდა. 

კომენტარები