პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: არაფერს გამოვრიცხავ

მე არ ვიცი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა რამდენად შესაძლებელია, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა შესაძლებელი იქნება. იმიტომ, რომ მისაღები არაა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს - ეს საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონებს იცავს და კონსტიტუციას პატივს სცემს, ძალიან ცუდი მესიჯი და სიგნალია. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა [...] კონსტიტუციაში ძალიან ნათლად, თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტმა საგარეო ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს და მათგან ნებართვა მიიღოს. თუ აქამდე ის ამას აკეთებდა, დღეს ეს ყველაფერი აბსურდი რატომ გახდა? [...] ის მესიჯები, ქმედებები, რასაც პრეზიდენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს, პირდაპირ მიჰყვება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, ეს მისი არჩევანია. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

კომენტარები