25 სექტემბერს ბოსტონში სომხურ ეკლესიას ვანდალები თავს დაესხნენ და სიძულვილის ენის შემცველი მესიჯები დააწერეს. წმ. სტეფანეს სომხურ სამოციქულო ეკლესიას მიამაგრეს პოსტერები წარწერებით "არცახი მკვდარია" და "ყარაბაღი აზერბაიჯანია".
სომხური ეკლესიის ცნობით უოთერთაუნის პოლიცია ამ საქმეს იძიებს, როგორც სიძულვილის დანაშაულს. პოლიცია ასევე გააძლიერებს მეთვალყურეობას სომხურ უბანში, ეკლესიის და სკოლის სიახლოვეს. პოლიცია გამოყოფს ცალკე კადრებს ბავშვების სკოლაში უსაფრთხოდ მისაყვანად და გამოსაყვანად.
"სიძულვილს არ აქვს საზღვრები და დღეს ის გამოვლინდა ჩვენს საზოგადოებაში" - წერს სომხური ეკლესიის გვერდი Facebook-ზე.