მთიან ყარაბაღში საწვავის საწყობის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 300 დაშავდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.
სომხეთის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორშაბათს საღამოს რეგიონულ დედაქალაქთან, სტეფანაკერტთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში მომხდარი აფეთქების შემდეგ 290 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, ათობით მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
საწვავის საწყობის რიგთან უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, რადგან ე.წ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების ცნობით, აზერბაიჯანის 10-თვიანი ბლოკადის შემდეგ, რამაც საკვებისა და წყლის დეფიციტი გამოიწვია, მოსახლეობას საწვავით მომარაგებას დაჰპირდნენ.
შეგახსენებთ, 20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.