მთიანი ყარაბაღი

თურქეთის და რუსეთის ერთობლივი, ყარაბაღის სადამკვირვებლო ცენტრი 30 იანვარს იხსნება

2016 წელი.
Gercekgundem

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა, განაცხადა, რომ თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი, საიდანაც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დაცვა უნდა გააკონტროლონ, 30 იანვარს დაიწყებს მუშაობას. 

მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის მეხუთე პუნქტში წერია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გასაკონტროლებლად სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება. 

აკარის თქმით, ცენტრში იმუშავებს ერთი თურქი გენერალი და 38 პერსონალი. 

"ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდება თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის მუშაობით და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რომ დავიცვათ აზერბაიჯანელი ძმების უფლებები" - ვკითხულობთ აკარის განცხადებაში.

თურქეთის ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ სადამკვირვებლო ცენტრი აღდამის რაიონში განთავსდება. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში ისინი დრონებს დაიხმარებენ

11 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, განცხადებით, ხელი მოეწერა პროტოკოლს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლისა და მონიტორინგის ერთობლივი თურქეთ-რუსეთის ცენტრის შესახებ. მისივე განცხადებით, ცენტრის საშუალებით გაკონტროლდება ყველა მოქმედება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის აღსაკვეთად.

9 ნოემბერს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები