23 სექტემბერს მიკოლაივის ოლქში რუსული დრონების ჩამოგდების შემდეგ ხანძარი 2 ადგილას გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
კერძოდ, ბაშტანის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ორი რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის, "ორლან-10"-ის განადგურების შედეგად, ნამსხვრევების ჩამოვარდნამ მშრალ ბალახსა და ბუჩქებში ხანძარი გამოიწვია.
ამავე ინფორმაციით, ხანძარი დროულად ჩააქრეს, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



