ჩინეთი-სირია

ჩინეთმა და სირიამ სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადეს

 SANA/REUTERS

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დაადასტურა, რომ ჩინეთი და სირია სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან. 21 სექტემბერს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ცოლთან და დიდ დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ჩავიდა, სადაც აზიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო. 

"სტრატეგიული პარტნიორობა გახდება დიდი მიღწევა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში. არასტაბილურ საერთაშორისო ვითარებაში ჩინეთს სურს სირიასთან მუშაობის გაგრძელება. ჩვენ ერთმანეთს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. გვსურს მეგობრული თანამშრომლობა და საერთაშორისო სამართლიანობის ერთობლივად დაცვა" - თქვა სი ძინპინმა. 

ჩინეთი უკვე მრავალი წელია, რაც მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სირიაში.  

კომენტარები