საქართველო-ევროკავშირი

კრამონი: ქართველი ხალხი იმსახურებს EU-ში ყოფნას მაშინაც, როცა მათი მთავრობა არ იმსახურებს

ყველა ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, საბოტაჟი მოახდინოს ქვეყნის ევროპულ გზაზე. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ იღებს. რუსულ ჭაობში დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, არ არსებობს გზა შეზღუდულ თავისუფლებასა და ავტოკრატიაში დასაბრუნებლად. მხოლოდ ერთი გზა არსებობს - საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება მათი ხელისუფლებისგან, ყველა გამოვიდა ქუჩაში, რათა ხმა გაეგოთ თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით, მოსკოვში. ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლით ვერ ჩამორეცხავთ, ევროკავშირის დროშის დაწვა ევროპას ქართველთა გულებიდან ვერ ამოწვავს. ძალადობა უშედეგოა მათ მიმართ, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის.

საქართველოს კონსტიტუცია წმინდაა. 78-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. თუმცა მთავრობამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები ამ კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. როდესაც ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ თავიანთ ხალხს, ეს ხალხი საკუთარ ძალას გამოავლენს. დროა ქართველებისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას მაშინაც, როცა მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებს.

თქვა ევროპარლამენტარმა, მწვანეთა პარტიის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე დებატებისას.

ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს შესახებ განცხადება 2023 წლის 14 მარტს გააკეთა. თავდაპირველ ვერსიაში, ევროპარლამენტარის სიტყვების თარიღად 20 სექტემბერი იყო მითითებული.

კომენტარები