მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

უნგრეთმა ყარაბაღის შესახებ EU-ს 27 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ვეტო დაადო – იოზვიაკი

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, უნგრეთმა ვეტო დაადო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მოქმედებას გმობს. 

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას იოზვიაკი X-ზე (ყოფილი Twitter) ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მას სამმა ევროპელმა დიპლომატიური წყარომ აცნობა.

როგორც იოზვიაკმა წერს, უნგრეთის მიერ ვეტოს დადებამდე, დოკუმენტი თავდაპირველად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო.

ბორელმა განცხადება, რომლითაც მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებები დაგმო, 21 სექტემბერს გაავრცელა. 

"აზერბაიჯანი პასუხისმგებელია მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ შორის მათ უფლებაზე, იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე. სამხედრო თუ სხვა საშუალებებით სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას ევროკავშირის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება". - აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით ბორელმა მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოში მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ განხილვებში.

კომენტარები