რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ გაეროს რეფორმები შესთავაზა, რათა რუსეთს ვეტოს უფლება არ ჰქონდეს

 GETTY IMAGES

გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამსწრეებს გაეროს სტრუქტურის ძირეული რეფორმების გატარება შესთავაზა. ზელენსკის თქმით, რეფორმა აუცილებელია, რადგან რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად გაერო ფაქტობრივად პარალიზებულია, რადგან რუსეთი, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, გადაწყვეტილებებს ბლოკავს. 

"ვეტოს უფლება აგრესორის ხელშია, რამაც გაერო ჩიხურ სიტუაციამდე მიიყვანა" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები