რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 20 რაკეტა გაანადგურეს – უკრაინა

CNN

21 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 20 სამიზნე გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ გაავრცელა.

"მოწინააღმდეგის კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა კიევზე. მანამდე კი Tu-95MS-ის ტიპის დაახლოებით 10 სტრატეგიული თვითმფრინავი Kh-101/555/55-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს ისროდა.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის 20-ზე მეტი სამიზნე. (ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების რაოდენობისა და ტიპების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საჰაერო ძალები გამოაქვეყნებს მონაცემების შედგენის შემდეგ)". - წერს პოპკო.

მისი თქმით, რაკეტების ჩამოგდების შედეგად დედაქალაქის რამდენიმე უბანში ნამსხვრევები ჩამოვარდა. ამასთან, კიევში გამოცხადებული განგაში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კომენტარები