რუსეთი-ჩინეთი

ვლადიმირ პუტინი ოქტომბერში ჩინეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი ჩინეთის ლიდერის მოსკოვში სახელმწიფო ვიზიტის პატივსაცემად კრემლში გამართულ მიღებას ტოვებენ. 2023 წლის 21 მარტი
Grigory Sysoev/Kremlin/Sputnik via Reuters

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან შესახვედრად ოქტომბერში ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ პუტინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

ეს იქნება რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა.

"ჩინეთის სახალხო პარტიის თავჯდომარისგან სიამოვნებით მივიღე მოწვევა ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტის თაობაზე". – თქვა პუტინმა. 

პუტინი ჩინეთს ბოლოს 2022 წლის თებერვალში ეწვია, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე. სწორედ ამ ვიზიტისას რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე, რითიც მხარეთა დაახლოებას გაუესვეს ხაზი.

ამ მომენტში რუსეთში იმყოფება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი.

 ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანგ ი-ს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრა სერგეი ლავროვთან, რომელთანაც ის "საკითხთა ფართო სპექტრს", მათ შორის, რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავს. 

კომენტარები