ნორვეგიის მთავრობა გეგმავს, რომ საზღვრებზე რუსული მანქანების შემოშვებაზე შეზღუდვები დააწესონ. ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად მუშაობს წესების შემუშავებაზე, რაც რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შეშვებას აკრძალავს.
აქამდე ნორვეგიას აკრძალული ჰქონდა რუსეთიდან ნებისმიერი იმპორტი, თუმცა უშვებდა რუსული მანქანების შეზღუდული დროით შეშვებას ნორვეგიის ტერიტორიაზე.