ოთარ ფარცხალაძე

თურნავა: სანქციების აღსრულების ფართო პრაქტიკა არსებობს EU-ში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში

კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი ასევე და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მაგრამ მინდა განვმარტო, პირველ რიგში, მე დღევანდელი ბრიფინგი დავიწყე იგივე წინადადებით, რომ ჩვენც ცალსახად ვაგრძელებთ და ვასრულებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. საერთაშორისო სანქციების აღსრულება არის უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნების კანონმდებლობებით დაზუსტებული. ამის საკმაოდ ფართო პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა სახელმწიფოებში. არის გარკვეული ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ასეთ დროს უგულებელყოფილი არ არის ხოლმე. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, კომერციულ ბანკებთან, ისინიც ჩვენც და ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გამო მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებაზე, რომლითაც ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

კომენტარები