მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთი: მთიან ყარაბაღში არმია არ გვყავს

ლაჩინის დერეფანი

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის "ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის" დაწყებული "ანტიტერორისტული" ღონისძიებების პასუხად სომხეთი ამბობს, რომ ყარაბაღში ჯარები არ ჰყავს.

ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული სიცრუეა.

"სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს". - ვკითხულობთ გავრცელებულ ტექსტში.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მოკლე ცნობა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "შუადღის 2 საათისთვის სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია".

სომხურ ფორმირებებთან ბოლო დღეების შეტაკებების ფონზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ანტიტერორისტული" მოქმედებების დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა

აზერბაიჯანი: ყარაბაღში ლოკალური სახის ანტიტერორისტული ზომების მიღება დავიწყეთ

კომენტარები