ნიკოლ ფაშინიანი

ერევნის ქალაქის საკრებულოს არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ 30%-ზე ნაკლები მიიღო

Asbarez

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ერევნის ქალაქის საკრებულო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა. სომხური მედიის ცნობით, ერევნის საკრებულოს არჩევნებში რეკორდულად დაბალი აქტივობა იყო. 

ფაშინიანის პარტიამ სამოქალაქო შეთანხმება არჩევნებში 30%-ზე ნაკლები აიღო. ფაშინიანის პარტიას ერევნის ყოფილი მერი ჰაიკ მარუტიანი წარმოადგენდა.

ქალაქის მერის დასამტკიცებლად ფაშინიანის პარტიას სხვა ჯგუფებთან გაერთიანება მოუწევს. ერევნის მერის დამტკიცების პროცესში მონაწილეობას მიიღებს ერევნის ქალაქის უხუცესთა საბჭოც. 

კომენტარები