ოთარ ფარცხალაძე

ინჯია: ფარცხალაძე სებ-ის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან პროკურატურამ უნდა დაიცვას

ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? რა, საქართველოს სახელმწიფო ქონება იაფად გაასხვისა ან აჩუქა, ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელსაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმიღებაზე პირადად მას ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა?

შეიძლება, ვინმემ მითხრას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას? რა, ფეხები გაესავსავებინა, ისტერიკა აეტეხა, როგორც ეს გააკეთა საქართველოს ვაი-პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომელმა გადაწყვეტილებამაც საქართველოს მილიონები დამატებით მიაღებინა? 

გამოდის, რომ საქართველოს მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ადამიანს, ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე... კალაშნიკოვი მოიყვანეს მოწმედ, თურმე ფარცხალაძე KGB-ს აგენტი ყოფილაო, რა თქვა კალაშნიკოვმა, “მომიწვიეთ, ვისაუბრებ”. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ის, რომ ფარცხალაძე იყოს KGB-ს აგენტი, ხოლო კალაშნიკოვი ისეთი მიამიტია, არ იცის რა თქვას ასე თავისუფლად და სახალხოდ ჩაუშვა KGB-ს აგენტი...

...საქართველოს მოქალაქეს იცავს კონსტიტუცია, არავის აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ეხლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან, ვინ უნდა დააყენოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ეს საკითხი? მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება.

ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯია ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასა და მისთვის ანგარიშების გაყინვაზე.

კომენტარები